ავტორი:

რუსთავის "ცხელების ცენტრში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირებული "ნავნეს" თანამშრომელია

რუსთავის "ცხელების ცენტრში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირებული "ნავნეს" თანამშრომელია

საქართველოში კოვიდინფიცირების 20 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავში დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ რუსთავის "ცხელების ცენტრში“ განუცხადეს, ინფიცირებული 29 წლის ქალია.

რუსთავის "ცხელების ცენტრის“ ეპიდემიოლოგ მაია რაზმაძის განცხადებით, პაციენტი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბინიდან მიიყვანა.

"ახალგაზრდა ქალს ჩვენთან შემოყვანისას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე. ჩაუტარდა პირსიარ ტესტირება და კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მაია რაზმაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდა ქალი "ნავნეს“ რუსთავის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს, თუმცა 19 აგვისტოს შემდეგ, ის სამსახურში არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 14 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, საიდანაც კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა. ამჟამად ცენტრში 4 ახალი პაციენტი იმყოფება, მათ კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ და პისიარ ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

ფოთში, ნატო-ს  წარმომადგენლებთან საქართველოს, ამერიკისა და თურქეთის მხარეების შეხვედრის მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა

"რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება", - ეკატერინე ტიკარაძე