ავტორი:

რას ამბობენ პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა საკნებში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

რას ამბობენ პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა საკნებში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

გენერალური პროკურატურის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნული მასალა დაცვის მხარეს გადაეცა.

"გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, მტკიცებულების სახით ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს ერთვის. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა დაცვის მხარეს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.

ცნობისთვის, საკნებში გადაღებული ფარული ჩანაწერები "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" აჩვენეს.

ვიდეოჩანაწერების ერთ-ერთ ფრაგმენტი, რომელიც ეთერში გავიდა, ჩაწერილია შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანში, სადაც რევაზიშვილი თანამოსაკნეებთან ერთად პროკურატურის "ოქროს მოწმეზე“ , ჩიტიძეზე საუბრობს.

პატიმრები განიხილავენ იმას, თუ როგორ დასაჯონ მოწმე ჩიტიძე, რომელმაც პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ამავე თემაზე: "გაიკითხავენ, ვინ არი...მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან" - რაზე საუბრობენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საკანში? - TV პირველის ექსკლუზიური კადრები

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა