ჰოლივუდის ფილმებში სულ უფრო იშვიათად ეწევიან

ჰოლივუდის ფილმებში სულ უფრო იშვიათად ეწევიან

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლო დროს ჰოლივუდურ ფილმებში მოწევის სცენების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, - იუწყება AP. 

კალიფორნიის უნივერსიტეტის თამბაქოს მოხმარების კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფილმებში მოწევის სცენების სიხშირემ მაქსიმუმს 2005 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი გამუდმებით მცირდება. ამ ტენდენციის ჩამოყალიბებას ხელი მოწევასთან მებრძოლი ორგანიზაციების, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ძალისხმევამაც შეუწყო.

2009 წელს გადაღებული 145 ცნობილი ფილმიდან 50%-ზე მეტში მოწევის სცენა საერთოდ არ არის. საბავშვო ჰიტებში "უსიგარეტო" ფილმების რაოდენობა 61%-ია, თუმცა ფილმების 54%-ში, რომელთა ყურება 13 წლამდე ბავშვებს მხოლოდ მშობლებთან ერთად შეუძლიათ, გმირი მწეველია.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი