ავტორი:

"პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა" - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი

"პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა" - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.

"მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე -კი," - აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.

რობერტ რედფილდის კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ არასწორი ინფორმაციია,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ინდოელ პოლიტიკოსს, რომელიც ამბობდა, რომ ტალახის აბაზანები კორონავირუსისგან იცავდა, ვირუსი დაუდასტურდა

ნავალნის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი არა აეროპორტში, არამედ სასტუმროში მოიწამლა მას შემდეგ, რაც ბოთლიდან წყალი დალია

რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ