ავტორი:

დატბორილი გზები, წაქცეული ხეები, დაზიანებული ხიდები და შენობები - აშშ-ში ქარიშხალ "სალის" მსხვერპლი მოჰყვა (ფოტოები)

დატბორილი გზები, წაქცეული ხეები, დაზიანებული ხიდები და შენობები - აშშ-ში ქარიშხალ "სალის" მსხვერპლი მოჰყვა (ფოტოები)

ქარიშხალმა "სალიმ“ აშშ-ში, ალაბამა-ფლორიდის სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რომელიც აშშ-ის ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა "ისტორიულ და კატასტროფულ“ წყალდიდობად შეაფასა.

Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დატბორილია ქუჩები, დაზიანებულია ხიდები, გზები, ავტომობილები.

550 000-მდე მოქალაქე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. აქედან, 290 000 - ალაბამაში, 253 000 კი - ფლორიდაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ალაბამას შტატში ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შტატის გუბერნატორმა ქეი ივეიმ მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით კი ელექტოენერგიის გადამცემი ხაზებისა და ხეების სიახლოვეს ყოფნას მოერიდონ.

ორგანიზაცია Enki Research-ის შეფასებით, რომელიც ტროპიკულ შტორმებსა და მათგან გამოწვეულ ზარალს იკვლევს, "სალისგან“ გამოწვეული ფინანსური ზარალი 2-3 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწევს.

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა