ავტორი:

რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ

რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2 000 ებრაელი ხასიდი მომლოცველია გაჩერებული. საუბარია ბრესლოვის ხასიდთა მოძრაობაზე, რომლის წარმომადგენლებიც ებრაული ახალი წლის აღსანიშნად უკრაინის ქალაქ უმანში ჩასვლას ბელარუსის გავლით გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის კიდევ უფრო გარცელების თავიდან არიდებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, უკრაინა მათ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

სააგენტო "როიტერსის“ ცნობით, ოფიციალური კიევი კრიზისის პროვოცირებაში ბელარუსის ხელისუფლებას ადანაშაულებს და გამოსავალს ჯერჯერობით ვერც ერთი მხარე ვერ პოულობს.

სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დაადანაშაულა ბელარუსის ხელისუფლება "განზრახ, ან უნებლიედ“ ჭორების გავრცელებაში იმის შესახებ, რომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარი ღია რჩებოდა. შედეგად წაახალისა მომლოცველები და აფიქრებინა, რომ უკრაინაში შესვლას შეძლებდნენ მაშინ, როცა საზღვარი ჩაკეტილი იყო.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ საზღვარზე დამატებით დაძაბულობის შექმნა. თავის მხრივ კი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას კრიზისის მოგვარებას ურჩევს.

"ამ ეტაპზე ვითარება არ იძლევა საშუალებას, ქვეყანაში შემოვუშავთ უფრო მეტი მომლოცველი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იევჰენ იენინმა, მისივე ინფორმაციით, მომლოცველები საკვებითა და სასმლით უკრაინის, ბელარუსისა და ისრაელის ხელისუფლებებმა უზრუნველყვეს.

ურთიერთობა კიევსა და მინსკს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინა შეუერთდა ევროკავშირის ქვეყნებს და ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, ასევე ხელისუფლება დემონსტრანებზე ძალის გამოყენების გამო გააკრიტიკა.

BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგმო დემონსტრანტებზე ძალადობა. თავის მხრივ, ბელარუსმა უკრაინა პროვოკატორების მომზადებაში დაადანაშაულა.

"როიტერსი“ კი წერს, რომ მინსკში განვითარებულმა მოვლენებმა ბელარუსი კიდევ უფრო დაუახლოვა ტრადიციულ მოკავშირეს, რუსეთს. დასავლურ მედიაში წერენ, რომ ვითარება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და დასავლეთის კრიტიკის ფონზე, მისგან სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღო.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ორშაბათს, სოჭში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან რუს კოლეგას ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა. შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.

რაც შეეხება ებრაელ მომლოცველებს, ყოველ წელს ებრაული ახალი წლის აღსანიშნად ისინი უკრაინის ქალაქ უმანს სტუმრობენ. წელს ებრაული ახალი წელი 18 სექტემბერს იწყება და დღესასწაული 20 სექტემბრამდე გასტანს.

"როიტერსი“ ავრცელებს ფოტოებსაც, სადაც აღბეჭდილია ნოვი იარილოვიჩის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ვითარება. გაშლილია კარკვები, ზოგ მომლოცველს მუყაოზე სძინავს. პილიგრიმებს შორის არიან ბავშვებიც.

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება

"ამ დროისთვის "დექსამეტაზონი" ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს ეფექტურია" - ჯანმოს დირექტორი