ავტორი:

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას საიდუმლო ჯვრისწერა - ექსკლუზიური ფოტოები ალავერდიდან

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას საიდუმლო ჯვრისწერა - ექსკლუზიური ფოტოები ალავერდიდან

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ერთი წლის წინ დაინიშნა. ნანუკას რჩეული ცნობილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის კობა ნაყოფიას ვაჟი ნიკოლოზ ნაყოფიაა. ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი ერთად ცხოვრობდა.

როგორც აღმოჩნდა, ერთი წლის შემდეგ წყვილმა ჯვრისწერა გადაწყვიტა. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქორწილის გადახდაზე მკაცრი რეგულაციებია. შესაბამისად ბევრი წყვილი მას ძალიან მოკრძალებულად ან ჩუმად აღნიშნავს.

იხდიან თუ არა გოგიჩაიშვილი-ნაყოფიას წყვილი ქორწილს, ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ნანუკა მეუღლესთან და დედასთან ერთად AMBEBI.GE-ს ჟურნალისტმა ექსკლუზიურად გადაიღო.

როგორც გაირკვა, წყვილი ჯვარს კახეთში, ალავერდის ტაძარში იწერს. ჯერჯერობით ჯვრისწერის ფოტოები არც ნანუკას, არც მისი დის და დედის "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" გვერდებზე არ დადებულა.