ავტორი:

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის პოლიტიკური პარტია “მომავლის რუსეთი“ გააუქმა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის პოლიტიკური პარტია “მომავლის რუსეთი“ გააუქმა

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია “მომავლის რუსეთი“ გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს თხოვნა პოლიტიკური პარტია "მომავლის რუსეთის“ გაუქმების შესახებ.

ცნობისათვის, ერთი წლის წინ, იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა პარტია “მომავლის რუსეთის“ რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ამ სახელით სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე სარგებლობდა.

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ

"არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემთვის, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის" - მოსკოვში დაბრუნებული ნავალნის მიმართვა რუს ხალხს