ბოსტნეული დიაბეტისგან დაგიცავთ

ბოსტნეული დიაბეტისგან დაგიცავთ

თუკი თქვენს რაციონში კომბოსტო, ბროკოლი და ისპანახი ჭარბობს, მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების ალბათობა, სხვებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი გაქვთ. ასეთი დასკვნა ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიტანეს.

ბრიტანელმა მეცნიერებმა 6 კვლევის შედეგები შეაჯამეს, რომელშიც 220 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად 122 გრამ ”ცოცხალ” ბოსტნეულს მიირთმევენ, მეორე ტიპის დიაბეტით 14%-ით იშვიათად ავადდებიან.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ხილისა და ბოსტნეულის ხშირი მირთმევა სიმსიმვნისა და გულის დაავადებების ალბათობას ამცირებდა, თუმცა ამ სახის დიეტა რომ დიაბეტის შემთხვევაშიც სასარგებლო იყო, მხოლოდ ახლა დადგინდა.

მკვლევართა ცნობით, 2000 წელს ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტის მიზეზით მთელ მსოფლიოში 2,6 მლნ ადამიანი გარდაიცვალა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი