ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის შესაძლოა, ნახევარი მილიონი ზვიგენი მოკლან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის შესაძლოა, ნახევარი მილიონი ზვიგენი მოკლან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის შესაძლოა, 500 000 ზვიგენის მოკვლა გახდეს საჭირო. ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს. გამოცემის ცნობით, ზვიგენის სკუალენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაში გამოსაყენებლად განიხილება. სკუალენი ეს არის ბუნებრივი, ორგანული ნაერთი, რომელიც ზვიგენის ღვიძლში გვხვდება.

ექსპერტთა თქმით, 1 ტონა სკუალენის მოსაპოვებლად 2500-დან 3000-მდე ზვიგენია საჭირო. მათივე განმარტებით, იმისთვის, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ ერთი დოზა ვაქცინა მიიღოს, დაახლოებით, 250 000 ზვიგენის მოკვლა იქნება საჭირო, თუმცა ეს არის წინასწარი პროგნოზი და ყოველივე დამოკიდებული იქნება ზვიგენის ღვიძლში აღნიშნული ნაერთის რაოდენობაზე (ზოგს მეტი აქვს, ზოგს უფრო ნაკლები).

იმისთვის, რომ მსოფლიოში თითოეულმა ადამიანმა ორი დოზა ვაქცინა მიიღოს, შესაძლოა, 500 000 ზვიგენის მოკვლა გახდეს საჭირო.

როგორც "ევრონიუსი" წერს, ამ დროისთვის ბრიტანული ფარმაცევტული გიგანტი GlaxoSmithKine აღნიშნულ ნაერთს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებლად იყენებს.ზოგადად, ნაერთი გამოიყენება მედიცინაში როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც ზრდის ვაქცინის ეფექტურობას და აუმჯობესებს ადამიანის იმუნურ სისტემას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის მიწურულს მზად უნდა იყოს, თუმცა ფართო მოხმარებაში მისი ჩაშვება, სავარაუდოდ, 2021 წლის შუა პერიოდამდე ვერ მოხერხდება.

მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას 11 მარტიდან ებრძვის. ამ დრომდე გლობალური მასშტაბით, 33 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 მილიონს აჭარბებს.

კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს

1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)

"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა