ავტორი:

"მართლაც ძალიან მაგარი სია გამოვიდა" - კახა კალაძე

"მართლაც ძალიან მაგარი სია გამოვიდა" - კახა კალაძე

მგონია, რომ მართლაც, ძალიან მაგარი სია გამოვიდა როგორც პირველი ოცეული, რომლის წარდგენა იყო და დღეს უკვე სრულ სიას წარადგენს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ადამიანების შერჩევა მოხდა პროფესიონალიზმის გათვალისწინებით და იმის მიხედვით თუ როგორ გამოადგება მათი საპარლამენტო მუშაობა ქვეყანას.

„ადამიანების შერჩევა ხდებოდა მათი პროფესონალიზმიდან გამომდინარე, ყველა იმ დარგსა და იმ მიმართულებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ და ასევე იმის მიხედვით, თუ როგორ და რანაირად შეიძლებოდა ამ ადამიანების გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ, მათი ყოველდღიური საქმიანობა პარლამენტში როგორ წაადგება ჩვენს ქვეყანას. ამ მიდგომებით შეირჩნენ ადამიანები და მგონია, რომ მართლაც ძალიან მაგარი სია გამოვიდა, როგორც პირველი ოცეული, რომლის წარდგენა იყო რამდენიმე ხნის წინ და დღეს უკვე სრულ სიას წარადგენს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან წინასაარჩევნო პროცესში მომხდარი ინციდენტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია.

„კატეგორიულად მიუღებელია დაპირისპირება, კატეგორიულად მიუღებელია ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება. არავის არ უნდა ეპატიოს და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან და ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა კალაძემ.

შეკითხვაზე, დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში შეცდომები და იყო თუ არა 20 ივნისს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა დაშვებული, კალაძე ამბობს, რომ შეცდომა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყო.

„შეცდომები იყო, ცხადია. იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

20 ივნისი იყო შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არა. გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა პარლამენტში მძიმეა და ცუდი. უნდა შევთანხმდეთ - ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვის ანდობს ქვეყანას”, - განაცხადა კალაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ გინდათ მოლაპარაკება ჩაიშალოს, გაუშვით ირაკლი კობახიძე - ის ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც მომლაპარაკებელმა უნდა გააკეთოს" - ხმალაძე

ოპოზიციური პარტიები ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ