ავტორი:

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს - ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია" - საქართველოს ელჩი დანიაში

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს - ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია" - საქართველოს ელჩი დანიაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გიგიაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, - წერს გიგი გიგიაძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი