ავტორი:

"მამა კირიონი იხსენებს, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული" - პროკურორი

"მამა კირიონი იხსენებს, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული" - პროკურორი

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულების საქმის პროკურორის განცხადებით, სასულიერო პირმა - კირიონმა, იგივე ზაზა ონიანმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკაში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.

"მამა კირიონი ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.

ივერი მელაშვილი ცალსახად აცხადებდა კირიონთან კომუნიკაციის დროს, რომ არ გააჩნდა რელევანტური რუკა, რომელიც საქართველოს რუკებს საუკეთესოდ წარმოაჩენდა. ის ამ რუკას ფლობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. ეს მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოყენებინეს, რომ ჩვენ გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა", - განაცხადა სადრაძემ.

პროკურორის თქმით, სასულიერო პირმა კირიონმა გამოკითხვისას განმარტა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკები, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთები საქართველოს სასარგებლოდ ჩანდა. კირიონის კითხვაზე, თუ რატომ არ იყენებდა მელაშვილი აზერბაიჯანის რუკებს, რადგან ის საქართველოს სასარგებლო იყო, კირიონის თქმითვე, ივერი მელაშვილმა მას უარი უთხრა აღნიშნული რუკის გამოყენებაზე.

სახელმწიფო ბრალდება ორივე ბრალდებულის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და აღნიშნულის საფუძვლებსაც განმარტავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!" - გიორგი მამალაძის ადვოკატი

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა