"ტოშიბას" 3D-ტელევიზორები, რომლებსაც სპეციალური სათვალე არ სჭირდება, დახლებზე წლის ბოლომდე გამოჩნდება

"ტოშიბას" 3D-ტელევიზორები, რომლებსაც სპეციალური სათვალე არ სჭირდება, დახლებზე წლის ბოლომდე გამოჩნდება

იაპონურმა კომპანია "ტოშიბამ" ისეთი 3D-ტელევიზორების შექმნის შესახებ, რომლებსაც სათვალე არ სჭირდებათ, მსოფლიოში პირველმა გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ კომპანია წლის ბოლომდე გასაყიდად სამ ასეთ მოდელს წარმოადგენს, თუმცა მათი ზომებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ აქამდე უცნობია.

გაცხადებულია მხოლოდ ის, რომ სხვა 3D-მონიტორებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხედვის წერტილების შეზღუდული რაოდენობა აქვთ, "ტოშიბას" მოდელზე მოცულობითი ეფექტის მიღება შესაძლებელი სივრცის ნებისმიერი წერტილიდან იქნება.

ახალ ტელევიზორებზე მოცულობითობა ეკრანიდან სხვადასხვა კუთხით გამოსხივებული გამოსახულების ხარჯზე მიიღწევა. სწორედ ამ გზით მაყურებელს კადრის "სიღრმის" ილუზია შეექმნება. ამბობენ, რომ ასეთი ტელევიზორის ყურება თვალისთვის მავნე არ იქნება.

ამჟამად ყველა 3D-ტელევიზორს, რომელიც დახლებზეა წარმოდგენილი, სპეციალური სათვალის გამოყენება სჭირდება. მათ წარმოებაზე "ტოშიბას" კონკურენტები - "პანასონიკი", "სონი", "სამსუნგი" და სხვა კომპანიები ზრუნავენ.

მომზადებულია csmonitor.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)