ავტორი:

"საქართველოში 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც პაციენტი მხოლოდ კოვიდინფექციით გარდაიცვალა" - თენგიზ ცერცვაძე

"საქართველოში 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც პაციენტი მხოლოდ კოვიდინფექციით გარდაიცვალა" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კორონავირუსით გარდაცვლილების შემთხვევათა რაოდენობა ერთეულებით იმატებს.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 9 პაციენტისთვის სიტყვა „რეკორდული მაჩვენებელი“ შეუსაბამოა.

„დამიჯერეთ, ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ერთეული მატებაა, იყო რვა და გახდა ცხრა. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარა ქვეყანას ჰყავს 1100 გარდაცვლილი, ჩვენ სომხეთზე მოსახლეობით 2-ჯერ დიდ ქვეყანას 102 გარდაცვლილი. დინამიკა ერთი პაციენტით იზრდება, ერთით მეტი და ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკიც, ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის გარდაცვლილი გვყავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში თანმხლები დაავადებების გარეშე მხოლოდ კორონავირუსით გარდაცვალების ერთეული შემთხვევა ფიქსირდება.

„გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დავადებები აქვთ. ერთეული შეთხვევები 2-3 შემთხვევა იყო როდესაც მარტო კოვიდინფექციით გარდაიცვალა პაციენტი, დიდი ალბათობით მათ თრომბოემბოლიური გართულება გამოეხატათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში, 8 თვის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის 1146 ფაქტიდან  55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება -  საზარელი სტატისტიკა

"ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!" - მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?