ავტორი:

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებლობისას გამოიყენონ

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებლობისას გამოიყენონ

თბილისში „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადგომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - "მძიმეა მისი მდგომარეობა, აქვს სეფსისი და სეპტიკური შოკი"

"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად

"დღეს ნებისმიერი ვირუსი უნდა ჩაითვალოს, როგორც კორონავირუსი და მართვა უნდა მოხდეს ისე, როგორც კორონავირუსის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი