ავტორი:

"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე

"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილს აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ.

თალაკვაძის შეფასებით, ამ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, რადგან გამართეს აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული და გაწირეს თავისივე მხარდამჭერები.

„ძვირფასო მოქალაქეებო იმასთან ერთად რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო დგამს ნაბიჯებს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას , თქვენ აქვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გავიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი დამოკიდებულება ადამიანებთან, როცა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი საზოგადოების წევრებით ხალხის ხარჯზე გააკეთეს ისეთი აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული, მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი თავისი მიზნის მისაღწევად, ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში, ყველგან, სადაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ შორის ჟურნალისტები და ერთ-ერთი აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი პირდაპირ აცხადებდა, რომ ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეთ ამ პოლიტიკური ძალისგან?

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს ის უკვე 8 წელია აანონსებს ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას, ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა, როგორც ხედავთ მან დღემდე ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის სჯერა მისი სიტყვების, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში. ამიტომ ამ არჩევნებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება და მის ადგილზე დაიკავებს ჯანსაღი ოპოზიცია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე