ავტორი:

რა გაფრთხილება მისცეს მოძღვრებს კორონავირუსთან დაკავშირებით

რა გაფრთხილება მისცეს მოძღვრებს კორონავირუსთან დაკავშირებით

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოძღვრები გააფრთხილეს, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიებში წირვის ჩატარებასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის და მოვლენები სიტუაციის შესაბამისად განვითარდება.

„მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს მიაქციონ ყურადღება, დაიცვან დისტანცია და ნიღბები ეკეთოთ. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, სიტუაციის მიხედვით, მერე შევხედოთ რა იქნება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე, შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს

ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები ისევ დაწესდეს

კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი - როგორია ბოლო 24 საათის მაჩვენებლები