"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ცენტრალური ფილიალი სამართალდამცველებს კვლავ ალყაში ჰყავთ. თავდაპირველად ითქვა, რომ დასაყაჩაღებლად ბანკში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა, თუმცა ბანკის იმ თანამშრომლის თქმით, რომელმაც მოახერხა შენობიდან გამოსვლა, იქ ერთი მძარცველია. მას თანამშრომლები და ბანკში მყოფი სხვა სამოქალაქო პირები მძევლად ჰყავს აყვანილი.
დავუკავშირდით ზუგდიდში, ბანკის სიახლოვეს მდებარე სამსახურების რამდენიმე თანამშრომელს და მათი ინფორმაციით, რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია. ჩვენი ერთ-ერთი წყაროს თქმით, "ბანკში შეჭრილი ბანკის მენეჯერს და საცავის გახსნას ითხოვდა". ბანკის თანამშრომელთა ნაწილმა, მეოთხე სართულის ტერასის საშუალებით გარეთ გამოაღწია.
ავტორი: ირმა ხარშილაძე