ავტორი:

"ან გიჟია ან ძალიან გამოუცდელი, ან სხვა რამეშია საქმე, რადგან ადამიანი შესულა ნიღბის გარეშე" - რას ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის მეგობარი?

"ან გიჟია ან ძალიან გამოუცდელი, ან სხვა რამეშია საქმე, რადგან ადამიანი შესულა ნიღბის გარეშე" - რას ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის მეგობარი?

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები მძევლად აიყვანა და სამართალდამცველებს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. ის ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად 30-მდე მძევალი იმყოფებოდა შიგნით, შემდეგ რამდენიმე მათგანმა გამოსვლა შეძლო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლებულია კიდევ 2 მძევალი. ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე. მოლაპარაკებები თავდამსმელთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი გათავისუფლებულის მეგობარი ესაუბრა:

ლადო ფარცვანია, ზუგდიდის მკვიდრი:

- ვიდრე თავდასხმა მოხდებოდა, მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც "საქართველოს ბანკის" სწორედ იმ ფილიალში მუშაობს, ერთად დავლიეთ ყავა, ბანკის წინ მდებარე “მაკდონალდსში", შესვენებაზე იყო გადმოსული... მერე შებრუნდა ბანკში, ეს რომ მოხდა, ძალიან შევშინდი, ტელეფონზე არ დამირეკავს, არ ვიცოდი, შიგნით რა სიტუაცია იყო...

როდესაც გამოდიოდნენ მძევლები, ვეკითხებოდი მის შესახებ, მაგრამ იმდენად ცუდად იყვნენ - შეშინებული და თავზარდაცემული, პასუხს ვერ მცემდნენ... ბოლოს ისიც გამოვიდა, შოკშია, ამბობს თავდამსხმელი ავტომატით და ხელყუმბარით არის შეიარაღებულიო... ან გიჟია ან ძალიან გამოუცდელი, ან კიდევ სხვა რამეშია საქმე, რადგან ადამიანი შესულა ნიღბის გარეშე, თან ისე, რომ გარეთ არავინ ელოდებოდა, რაღაც გაუთვლელად გააკეთა, ასეთ საქმეზე ასე შესვლას გიჟი თუ მოიფიქრებს... მთავარია, ახლა დანარჩენებიც მშვიდობით გამოვიდნენ.

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა