ავტორი:

"სანამ ემოციები არ დაცხრება, პოლიტიკოსებს ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას" - კახა კალაძე ზუგდიდის მოვლენებზე

"სანამ ემოციები არ დაცხრება, პოლიტიკოსებს ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას" - კახა კალაძე ზუგდიდის მოვლენებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოლიციელებს მძევლების სახლში მშვიდობიანად დაბრუნების გამო მადლობას უხდის.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კალაძე წერს, სანამ "ოპერაცია ბოლომდე არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებებს ყველა უნდა მოერიდოს".

"გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას.

ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული - მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში.

მოდით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნეოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი- საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს!" - წერს კალაძე.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 68 საბავშვო ბაღია დახურული

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

"არ იცოდა სად წასულიყო... ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო" - რას ჰყვება მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა ერთ-ერთი ბოლო გაათავისუფლა