ავტორი:

"ბანკთან ჩამოვიდა და ეგრევე გაისროლა" - ადამიანი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკთან ავტომობილით მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია ("ტვ პირველი")

"ბანკთან ჩამოვიდა და ეგრევე გაისროლა" - ადამიანი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკთან ავტომობილით მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია ("ტვ პირველი")

ადამიანი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში, "საქართველოს ბანკთან: ავტომობილით მიიყვანა, 112-ის მოქმედი თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიას დეტალებზე ზემოთ აღნიშნული პირის, დავით მატუას ძმა, ბაჩანა მატუა ესაუბრა.

ბაჩანა მატუა აცხადებს, რომ როგორც მისმა ძმამ უამბო, ნიღბიანი თავს იკავებდა კომუნიკაციისგან და მხოლოდ მისამართს ეუბნებოდა. დავითმა კი 112-ში მას შემდეგ დარეკა, რაც შეიარაღებული პირი ბანკთან მიიყვანა, პირველ ზარზე დაკავშირება ვერ შეძლო, რადგანაც დაკავება იყო, ხოლო მეორედ 112-ს მომხდარზე შეატყობინა.

"ჩემი ძმა გავიდა სახლიდან, მიდიოდა მეგობართან, ისინი მეგობრის საფლავზე უნდა წასულიყვნენ, ახლახან გარდაეცვალათ. როგორც ამბობს, გზაზე გადაუდგა ფორმიანი კაცი, სპეცრაზმელები რომ არიან აღჭურვილები, ისეთ ფორმაში... თავიდან უფიქრია, ალბათ, თანამშრომელიაო, კარი გააღო, უკან ჩაუჯდა და უთქვამს, პირდაპირ უყურე გზას და იარეო, მეტი არაფერი. ქალაქში გავიდნენ და ნელა იარეო, ახლა ბანკისკენ იარეო და ტროტუარზე ზემოთ ადიო.

ბანკთან კარი გააღო, ჩამოვიდა და ეგრევე გაისროლა", - ჰყვება ბაჩანა მატუა.

ავტომობილი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა და როგორც ცნობილია, პოლიციამ უკვე დაკითხა დავით მატუა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს დაესხა თავს. თავდამსხმელმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

"მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. აფხაზეთში  ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, გააქრობენ" - რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი

გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

"ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას იღებდა" - რა დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი ბანკის თავდამსხმელზე?