ავტორი:

Covid 19-ით ინფიცირებული მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - "აქვს პნევმონია და მაღალი სიცხე"

Covid 19-ით ინფიცირებული მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - "აქვს პნევმონია და მაღალი სიცხე"

კორონავირუსით ინფიცირებულ „ლელოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს პნევმონია აქვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს ასევე მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

„მამუკა ხაზარაძე ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მაღალი ტემპერატურა აქვს. გუშინ ფილტვების ანთება დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, - განმარტავენ "ლელოს" პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც PCR ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით

"ჩვენი მეგობარი ბიზნესმენი გართულებული მდგომარეობის გამო გადავაფრინეთ უცხოეთში... ძალიან ახლოს მოვიდა კორონა" - სოსო ფხაკაძე

ქუთაისში კორონავირუსით ტრავმატოლოგი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა