ავტორი:

"დიდია ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა, 1678 ინფიცირებული მედიკოსია" - ამირან გამყრელიძე

"დიდია ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა, 1678 ინფიცირებული მედიკოსია" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საწოლფონდი და ექიმების რესურსია.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებით, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი.

"ორივე გამოწვევაა, როგორც საწოლფონდი, ისე ადამიანური რესურსი ერთნაირად, მაგრამ უფრო დიდია ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა. დღეს გვყავს 1678 ინფიცირებული მედიკოსი, ეს არის 5,2% მთლიანად ინფიცირებულებიდან, მათგან დიდი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელებულია და სამუშაო პირობებს დაუბრუნდა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებით, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ამ პანდემიასთან ბრძოლაში კრიტიკული გახლავთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

BTU ცოდნის ბანკი - სტუდენტის ციფრული მეხსიერებაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას მაქსიმალურად ზრდის

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2075 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა