დენვერში გამართულ უპილოტო საშუალებების ასოციაციის კონფერენციაზე ლაზერული კვების უპილოტო ვერტმფრენის დემონსტრაცია მოეწყო.
ვერტმფრემის შექმნაზე კომპანია LaserMotive -მა იზრუნა. მოდელის ტესტირებისას ფრენის ხანგრძლივობამ 2 საათი შეადგინა, რაც ლაზერული კვების მსგავსი აპარატებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
"ლაზერის საშუალებით უპილოტო ვერტმფრენის ასეთი ხანგრძლივი ფრენა – მნიშვნელოვანი წინგადადგმული ტექნოლოგიური ნაბიჯია. ჩვენი გამოგონება საფრენ აპარატს არა მხოლოდ საწვავის გარეშე გადაადგილების საშუალებას აძლევს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც იძლევა", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ტომ ნაჯენტმა.
ვერტმფრენის დამუხტვის ტექნოლოგია ლაზერული აპარატის გამოყენებაზეა დაფუძნებული, რომლის სხივი, საჭიროების შემთხვევაში, საფრენი საშუალებისკენ წარიმართება. ვერტმფრენის ბორტზე სპეციალური დანადგარია დამონტაჟებული, რომელიც ლაზერულ ენერგიას ელექტრულად გარდაქმნის და შემდეგ კვების ელემენტებს მუხტავს.
მომზადებულია lasermotive.com-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 LaserMotive