ავტორი:

განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან

განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ორგანიზებით გაიმართა ჰაკათონი, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ახალი, დამხმარე ტექნოლოგიური რესურსების (assistive technologies) შექმნა იყო.

ჰაკათონში BTU-სა და EFSE-ს პრეაქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპები მონაწილეობდნენ. ჰაკათონის მონაწილე გუნდებისთვის გაიმართა ვორქშოფი კომუნიკაციის სფეროს დარგის სპეციალისტებთან და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მენტორებისგან მიეღოთ რჩევები და რეკომენდაციები.

ჰაკათონის გამარჯვებული გახდა EduGuyz, რომელიც სპეციალურად შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. მას ჯილდოს სახით 3000 ლარი გადაეცა.

EduGuyz - ეს არის აპლიკაცია, რომელიც კომუნიკაციის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ურთიერთობას უადვილებს. მომხმარებელი ილუსტრირებული სიტყვების მეშვეობით აწყობს წინადადებებს, რომელიც ხმოვანდება. ხელოვნური ინტელექტი კი, კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამარტივებს აპლიკაციის მოხმარებას და საგრძნობლად ამცირებს სიტყვის მოძიების დროს.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან ვატო ველიაშვილი და ირაკლი ალხანაიძე.

“Lingwing-ისა და Play to Learn-ის გუნდებმა ვიმუშავეთ Save the Children-ის პროექტზე, რომელიც კომუნიკაციის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ურთიერთობას გაუადვილებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ძალიან გვიხარია პროექტში გამარჯვება და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუადვილებს ამ პრობლემის მქონე ბავშვებს კომუნიკაციის დამყარებას მშობლებთან და მეგობრებთან. ვიმედოვნებთ, ამ პროექტის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობაც მოგვეცემა,“ – აცხადებს გამარჯვებული ვატო ველიაშვილი.

გამარჯვებული გუნდის პარალელურად გამოვლინდა ჟიურის რჩეული გუნდიც, რომელიც იყო Huppy და მისი წევრები დავით გაბრიჩიძე, მაკო კრიხელი და თორნიკე ივაშჩენკო. Save the Children გააგრძელებს გუნდის წევრებთან თანამშრომლობას და საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად ფინანსურად დაეხმარება. Huppy-ს იდეა მოიცავს ბავშვის განვითარების შეფასებაში დამხმარე აპლიკაციასა და კითხვარს მშობლებისთვის.

განათლების ტექნოლოგიების გასაძლიერებლად, Save the Children-თან ერთად, ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია AI წამკითხველის შექმნა, რომლის საშუალებითაც მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სასწავლო მასალა გაციფრულდება.

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

პანდორამ Star Wars-თან თანამშრომლობით სამკაულების ახალი კოლექცია გამოუშვა

სტიპენდია, ექსკლუზიური ვაკანსიები, გაცვლითი პროგრამები – უპირატესობები, რომლითაც კვების ტექნოლოგიის სტუდენტები სარგებლობენ