ტყიბულის მაღაროში აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს

ტყიბულის მაღაროში აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს

ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაერთიანება "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ჭრელაშვილმა განუცხადა.

"გამოძიება მიმდინარეობს. ამჟამდ ვიკრიბებით ამ დარგის სპეციალისტები და ვმსჯელობთ მომხდარის შესახებ. ხვალისთვის გვექნება უკვე შედარებით ზუსტი მონაცემები და აფეთქების სავარაუდო მიზეზსაც განვსაზღვრავთ", - აღნიშნა ჭრელაშვილმა.

აფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 7 დაზარალებული თბილისის დამწვრობის ცენტრსა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ