ავტორი:

"თუ კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი ვერ მოიგებენ არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, ხოლო თუ სამივე მოიგებს, ნიკა გვარამია ქართული მედიიდან წავიდეს" - ირაკლი კობახიძის პირობა და გვარამიას პასუხი

"თუ კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი ვერ მოიგებენ არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, ხოლო თუ სამივე მოიგებს, ნიკა გვარამია ქართული მედიიდან წავიდეს" - ირაკლი კობახიძის პირობა და გვარამიას პასუხი

თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

"ვაი უბედურო ირაკლი, ჯერ არ გცოდნია, რომ ისეც გიწევს და ასეც ეგ ამბავი. ვაი შვილო, მოგიკვდეს რუსეთის აგენტი, ერთ კორპუსში ათბინიანი მამა!" - წერს გვარამია.

"ყველა სფერო არ გაიხსნება" - შეეხება თუ არა ცვლილებები ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას და სკოლებს

რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

მოსვლა-წასვლა ეპისტოლარულად - რას წერდა ბიძინა ივანიშვილი 2011, 2013 და 2018  წლებში?