შეწყალებულ პატიმართა შორის ეკა ბესელიას ძმა და ძებნილი შვილიც არიან

შეწყალებულ პატიმართა შორის ეკა ბესელიას ძმა და ძებნილი შვილიც არიან

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმართა შორის ეკა ბესელიას ძმა, სერგო ბესელია და ძებნილი ვაჟი რატი მილორავაც არიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სერგო ბესელიას ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ბესელიასა და მილორავას შეწყალება პროკურატურის ინციატივით მოხდა.

"მართალია, მილორავა ძებნილი იყო, მაგრამ შეწყალება პრეზიდენტის იმპერატიული ნებაა და ამ შემთხვევაში შეწყალება რატი მილორავასაც შეეხო. ინიციატივა პროკურატურის მხრიდან წამოვიდა. მილორავაზე გაუქმდა ძებნა და მთლიანად სასჯელი – მას 1,6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ასევე, მთლიანად გაუქმდა სერგო ბესელიას სასჯელიც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას ძებნილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის, როგორც დაპატირების, ისე შეწყალების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სამართლებრივ ნორმებს, არამედ პოლიტიკურ ნებას აქვს. ამდენად, ხელისუფლება თავად წყვეტს, ვინ დააპატიმროს ან გაათავისუფლოს", - აღნიშნა გელშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბესელიასა და მილორავას გათავისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისგან საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

"მოთხოვნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოველოდით, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნას შეასრულებდა. წუხელ კი, სრულიად მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ბესელია და მილორავა შეწყალებულთა სიაში არიან", - განაცხადა გელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თავად ეკა ბესელია გეგუთში გაემგზავრა, სადაც მისი ძმა იხდიდა სასჯელს. გელაშვილის თქმით, ეკა ბესელია ძმისა და შვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. მათგან 211 პატიმარი სასჯელისგან გათავისუფლდა, 27-ს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო ორს სასჯელი შეუმცირდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ