ავტორი:

"ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ" - პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

"ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ" - პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა.

პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე დააფიქსირა.

ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რადგან დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

"მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ.

ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად ყველას მინდა მოვუწოდო, ძალიან მშვიდად მოვიდეს, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ მობრძნება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. დაიცავით დისტანცია თქვენ თვითონაც, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რიგები დაიცვათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა...ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს" - სალომე ზურაბიშვილი

"რას შვება დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები რომ ვერ გაიმარჯვოს" - როგორ ეხმიანებიან მეორე ტურს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს

"პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, ესაა მთავარი" - პრემიერის განცხადება, რომელმაც საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა