ავტორი:

ყარაბაღში კვლავ ომია - ალიევი სამხედრო გამარჯვებაზე საუბრობს, პუტინის თქმით კი, ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ზონაში  "ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად"

ყარაბაღში კვლავ ომია - ალიევი სამხედრო გამარჯვებაზე საუბრობს, პუტინის თქმით კი, ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ზონაში  "ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად"

რათა შევინარჩუნოთ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და სამწუხაროდ, ერთმანეთს ავტომატის სამიზნეებიდან უყურებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ“,

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, თუმცა მთიან ყარაბაღში ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

"4 ნოემბრის საღამოდან 5 ნოემბრის 04:50 საათამდე, მტერი სომხეთის ბერდის, ჩამბარაკისა და ვარდენისის რეგიონებიდან უტევდა აზერბაიჯანის ტოვუზის, გადაბაის და დაშკეზანის რეგიონებში განლაგებულ ჩვენი სამხედრო ნაწილებს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სომხური მხარის ინფორმაციით კი, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. "სომხეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სოფელ ატუნკთან ახლოს აზერბაიჯანის მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი"ფეისბუქში.“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, მისმა არმიამ 7 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ალიევი ინფორმაციას "ტვიტერზე“ ავრცელებს.

"მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით სომხეთს სურდა აზერბაიჯანში ქაოსისა და პანიკის გამოწვევა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს სწორი გათვლების გაკეთება აზერბაიჯანელი ხალხის სულისკვეთების თაობაზე. მართალია, ჩვენ დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ამან ვერ გატეხა ჩვენი ნება. პირიქით, ამან კიდევ უფრო მეტი ძალა მოგვცა. ჩვენ გვაქვს თანამედროვე იარაღი და ძალიან მაღალი საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენ დავამტკიცეთ, ვინ ვინ არის და ვაჩვენეთ, რომ სომხეთის "ვითომდა უძლეველი არმია" მითია. მათ მარცხი უკვე აღიარეს. ეს ნიშნავს, რომ მათ აღიარეს სამხედრო მარცხი და ჩვენი გამარჯვება“ , - წერს ალიევი.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ამ ომში მშვიდობისმყოფელის როლი მოირგო, აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს და კვლავაც გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა რელიგიური გაერთიანებების მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"იცით, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რათა შევინარჩუნოთ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და სამწუხაროდ, ერთმანეთს ავტომატის სამიზნეებიდან უყურებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეები მიზნის მიღწევას შეძლებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კონტაქტი გვაქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ვიმედოვნებ, შევძლებთ შედეგის მიღწევას, თანაც ისეთ საფუძველზე, რომელიც მისაღებია ყველა ადამიანისთვის, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მისი რეზიდენცია გაძარცვეს - "მოიპარეს საათი, სუნამო, მართვის მოწმობა..."

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას

"პრესიდან შევიტყვე, რომ ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ" - სომხეთის პრეზიდენტი