ავტორი:

"სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ქვეყნის შს მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს" - მდინარაძე

"სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ქვეყნის შს მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს" - მდინარაძე

სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბარამიძე ცდილობს "ზღვარზე გაიაროს".

"როდესაც გია ბარამიძეს ვუყურებ, როგორ ცდილობს, რომ ზღვარზე გაიაროს და პროვოკაციულად ხელი ისე მიარტყას, რომ არ დამირტყამსო თქვას და მართლაც, შეიძლება საკამათო იყოს ის, ფიზიკური შეურაცხყოფა იყო თუ შეურაცხყოფის მცდელობა, ეს ადამიანი რომ იყო ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არის უდიდესი სირცხვილი.

კაცი, რომელიც ლაპარაკობდა, 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთს სახის შენარჩუნების საშუალება მივეცითო, სხვა ცოდვებზე აღარაფერს ვლაპარაკობ.

ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომ ამ ქვეყანაში ეს ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს რომ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული

"კახა კალაძეს ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში" - ბექა დავითულიანი

"კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს" - ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა