ავტორი:

"ნიკანორ მელიამ განაცხადა, თითქოს დავუკავშირდით ოპოზიციას - ეს არის სიცრუე, მან თქვა ტყუილი, რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი" - ირაკლი კობახიძე

"ნიკანორ მელიამ განაცხადა, თითქოს დავუკავშირდით ოპოზიციას - ეს არის სიცრუე, მან თქვა ტყუილი, რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის წევრები თავად დაუკავშირდნენ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მას და არჩილ თალაკვაძეს თინა ბოკუჩავამ დაურეკა და არჩევნების თემაზე შეხვედრა სთხოვა.

"რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა.

ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს“, - განაცხადა კობახიძემ.

"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?" - გიგი უგულავა

"ქართული ოცნება“ - 5 140 020, "ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 3 115 635 - რომელი პარტია რამდენი ლარით დაფინანსდება ბიუჯეტიდან

ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?