ავტორი:

"გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა - ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, მათი კოლექტიური სახელია "გავრილოვები“ - ნიკა მელია

"გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა - ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, მათი კოლექტიური სახელია "გავრილოვები“ - ნიკა მელია

"ამ ქვეყანაში "გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა და გრძელდება", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მსვლელობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი პასუხია იმაზე, რომ ხალხი ითხოვს პატიოსან არჩევნებს.

"ხალხი ითხოვს მართალ არჩევნებს, სამართლიან ცესკო-ს, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და არა დაწერონ. ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს, რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს და არა დამიწერონ და დამცინონ, არა სულში შეურაცხყოფა მომაყენონ, მთელი ქვეყანა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ბრძოლა იქნება ბოლომდე.

იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლომდე. ყველა უნდა მოვიდეთ. „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი ანუ მათი კოლექტიური სახელია „გავრილოვები“. ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის და სინამდვილეში სხვა რამეს წერენ. ამას ვინ შეურიგდება? ამას თვალს ვინ გაუსწორებს? არავინ! ძალიან ბევრი ვართ და დიდი ჟინია თავისუფლების ამ ქვეყანაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცესკო - ტექნიკური ხარვეზის შედეგია ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო

ხმაური ბათუმში - პოლიციამ აქციაზე მოძრაობა "ალტერნატივას" რამდენიმე წევრი დააკავა

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია: მეორე ტურში 17-ვე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა