"ტრაგედიის ღამეს აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა" - რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!

"ტრაგედიის ღამეს აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა" - რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!

7 ნოემბერს დილით 43 წლის თედო გობეჯიშვილი ოჯახის წევრებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. მომხდარში "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია დაადანაშაულა.

"დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან. ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ზეწოლის ერთ-ერთი შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიაში, რომლის თავმჯდომარე გარდაიცვალა", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ხელაშვილმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე.

იმავე დღეს შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ საქმეზე დააკავეს ორი პირი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს ბრალდებულები ისნის N#5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, 50.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით პრესის თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, სანაცვლოდ კი მეტი სარგებლის მიღებასაც დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, თან აიძულებდნენ, დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედო გობეჯიშვილი საკუთარ ბინაში გარდაიცვალა" - აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ოპოზიცია ხელს "ოცნებისკენ" იშვერს და ირწმუნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითონ განახორციელეს ზეწოლა გობეჯიშვილზე, რადგან მან შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს ხელი არ მოაწერა."გაყალბებული არჩევნების, უამრავ ადამიანზე, კომისიის წევრებზე ზეწოლის შემდეგ გამოდიან და ჰყოფნით თავხედობა, კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ" - ასე გამოეხმაურა ხუსკივაძისა და კობალაძის დაკავებას ისანში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

"თედომ აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა"

საქმეში არის მოწმის ჩვენება, რომელიც დაკავებულების გვარებს ასახელებს და ირწმუნება, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ გობეჯიშვილის დაყოლიებას. ზაალ ზაალიშვილი გარდაცვლილის უახლოესი მეგობარია და არჩევნებზე ის თედო გობეჯიშვილის თანაშემწედ მუშაობდა.

- პოლიციას ვუამბე ყველაფერი, რაც თედომ მითხრა ტრაგედიის ღამეს. აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა - თან მინდა რჩევაც გკითხო და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებაო. ერთმანეთს გვიან ღამით ქუჩაში შევხვდით. ძალიან აღელვებული იყო და მითხრა, რომ მისი მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ჯერ ტელეფონით დაუკავშირდნენ, მერე კონსპირაციული შეხვედრა სთხოვეს. "რომ შევხვდი, მითხრეს, ხომ ხედავ, ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია, აღარაფერი ეშველებათ, დროა, მიიღო გადაწყვეტილება, რაც შენს ოჯახსაც წაადგება და ქვეყანასაც. საჯაროდ უნდა გამოხვიდე და ილაპარაკო იმაზე, როგორ გაყალბდა არჩევნები, რომ შენ ამ ფარსში არ იღებ მონაწილეობას და ხმაურით დატოვო კომისიის თავმჯდომარეობაო". ისიც უთქვამთ, მატერიალური წახალისებაც იქნებაო. 50.000 დოლარზე იყო ლაპარაკი, რაზეც თედომ კატეგორიული უარი განუცხადა. განიცდიდა, შინაურები არიან და ასეთი რამ როგორ მაკადრეს, ხომ იციან, ადმინისტრაციის თანამშრომელი ვარ და ბოლომდე ვემსახურები ჩემს საქმესო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღეს, მერე მუქარაზე გადავიდნენო. უთქვამთ, რაც გითხარით, ის ყველაფერი მაინც მოხდება და ორი დღის ვადას გაძლევთ მოსაფიქრებლადო. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაპატიმრდება და კი ვართ მეგობრები, მაგრამ მერე ჩვენ ვეღარაფერს გიშველითო. ამაზე ძალიან იყო აღელვებული.

- მათგან საშიშროებას გრძნობდა?

- საშიშროებაზე ვერაფერს ვიტყვი, ის კი თქვა, ეს სისტემა თუ მობრუნდა, უარესის გამკეთებლები არიან, მაგრამ ჩემთვის ეს არ უნდა ეკადრებინათო. უთქვამთ, არ გეგონოს ამ საკითხზე მარტო შენ გხვდებით, ივანე ბურდული უკვე გადავიბირეთ, ცესკოს სპეციალისტი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ახლა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში მივალთ და დაველაპარაკებითო. გააგრძელეთ სტატიის კითხვა

"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"ერთმანეთს დიდი ხანია ვეღარ უგებდნენ" - რა განმარტებას აკეთებენ "გირჩის" პრესსამსახურში ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი