ავტორი:

სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვს

სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვს

სომხეთის ჩვიდმეტი ოპოზიციური პარტია ქვეყნის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს, რაც მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

მოთხოვნის ტექსტი პარტია "დაშნაკცუტუნის“ ვებ-გვერდზეა განთავსებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა გააერთიანეს საკუთარი შესაძლებლობები, რათა წინ აღუდგნენ თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიას.

"როგორც სახელმწიფო და ხალხი, ვდგავართ საბედისწერო ზღვარზე, რომელიც მოითხოვს გადამწყვეტ მოქმედებებს. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უთანასწოროა არსებულ საფრთხეებთან მიმართებით, რომელიც ემუქრება ჩვენ ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები მიჩნევენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ გამოიჩინა ქმედუუნარობა წინ აღდგომოდა საგარეო და საშინაო გამოწვევებს.

"ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგები, არასრულფასოვანი ურთიერთობები სომხეთის მოკავშირეებთან, პირველყოვლისა, რუსეთთან, აშკარად ხდის ჩვენი ხელისუფლების გაკოტრებულობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

"გამოუსწორებელი დანაკარგების შესაწყევტად, ჩვენთვის აუცილებელია: პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და მისი მთავრობის საკუთარი ნებით გადადგომა; ახალი აღმასრულებელი ორგანოს შექმნა, რომელიც შეძლებს გარდატეხის შეტანას არსებულ ვითარებაში და გადაწყვეტს სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანებს“ , - აცხადებს ოპოზიცია.

სომხეთის ოპოზიციაის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: "ნიკოლ, მოღალატე!"

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები