ავტორი:

გიორგი გახარია ფაშინიანსა და ალიევს ტელეფონით ესაუბრა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

გიორგი გახარია ფაშინიანსა და ალიევს ტელეფონით ესაუბრა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

„მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

"პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში

"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია