ავტორი:

მზევინარ კაკრიაშვილმა „ფარაონში“ 50 000 ლარი მოიგო!

მზევინარ კაკრიაშვილმა „ფარაონში“ 50 000 ლარი მოიგო!

„საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“ მოგებები გრძლედება! ამჯერად მომენტალურ ლატარია „ფარაონში“ მაქსიმალური მოგება - 50 000 ლარი გათამაშდა. იღბლიანი ადამიანი, რომელიც 3 ლარად შეძენილი ბილეთით მომენტალურად 50 000 ლარის მფლობელი გახდა, მზევინარ კაკრიაშვილია.

ქალბატონმა მზევინარმა მომგებიანი ბილეთი თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან მდებარე ლატარიის ჯიხურში შეიძინა. ნაყიდი ბილეთები ადგილზე არ გადაუფხიკავს, ოჯახთან ერთად ამჯობინა ბედი გამოეცადა. მოგვინებით კი, კაკრიაშვილების ოჯახიდან გამოსული ბედნიერების შეძახილები მთელმა სამეზობლომ გაიგო - ასე გამოხატავდნენ ისინი 50 000 ლარის მოგების სიხარულს.

„ლატარიას ხშირად ვთამაშობ, პატარა მოგებები სულ მქომდა, მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ შეიძლება ესეთი დიდი თანხა მომეგო,თავიდან ვერც ვიჯერებდით რომ 50 000 ლარი მოვიგე, შემდეგ კი ისეთი ბედნიერების გრძნობა დაგვეუფლა მთელს ოჯახს, არც კი მახსენდება, ცხოვრებაში ასეთი ემოციები თუ ოდესმე მქონია'“, - გვიყვება ქალბატონი მზევინარი.

მზევინარ კაკრიაშვილი თავს კერვით და კერძო შეკვეთებით ირჩენს, ის თბილისში შვილის ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რადგან მათ საკუთარი საცხოვრებელი არ აქვს. მოგებული თანხით კი ოჯახი ან მშენებარე ბინის შეძენას ან ბინის გირაოთი აღებას აპირებს.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ულოცავს მზევინარ კაკრიაშვილს მოგებას და კიდევ ბევრ გამართლებას უსურვებს ცხოვრებაში.

თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

NS

"რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი გადმოვარდა" - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

"არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს" - ცერცვაძე

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება