ყაბარდო-ბალყარეთში წუხელ მილიციასა და ბოევიკებს შორის შეტაკება მოხდა

ყაბარდო-ბალყარეთში წუხელ მილიციასა და ბოევიკებს შორის შეტაკება მოხდა

ყაბარდო-ბალყარეთში, ურვანის რაიონში წუხელ მილიციელებსა და ორ ადგილობრივ მკვიდრს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ორი მილიციელი კი დაიჭრა. 

ადგილობრივ სამართალდამცველთა ცნობით, მილიციელებმა დასახლების ცენტრში საეჭვო ავტომობილი შენიშნეს. საბუთების მოთხოვნისთანავე ავტომობილში მყოფმა პირებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლისას ერთი თავდამსხმელი გარდაიცვალა, მეორემ კი მიმალვა შეძლო.

მოკლულის ვინაობა დადგენილია. ის ადგილობრივი მკვიდრი აღმოჩნდა, რომელსაც ბრალი მთელ რიგ ტერორისტულ დანაშაულებებსა და მილიციელებზე თავდასხმებში ედებოდა.

მომზადებულია interfax.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ