ავტორი:

"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის

"ადამიანები უმეტესად ვიღაცისთვის ცხოვრობენ... ამიტომაც გრძნობენ თავს უბედურად" - ექიმი, რომელიც საზოგადოებას "ბედნიერების ფორმულას" ასწავლის

"ბედნიერება მიუღწეველი იქნება იქამდე, სანამ არ ისწვალით, იყოთ ბედნიერები ახლა და ამ წუთას" - ეს გამონათქვამი წლებია, ვიცი, მაგრამ მეგონა, რომ მაინც თავისთვის, სადღაც არსებობდა და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ასე არ აღმოჩნდა, მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას კი არ ელოდებიან, ბედნიერები აქ და ახლა ხდებიან და მას სხვებსაც უნაწილებენ...

ამის თვალნათელი მაგალითი პროფესორი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძეა. ადამიანს, როემლსაც ცხოვრებაში არაერთი პრობლება აქვს დაძლეული, მათ შორის, კიბოც კი და დღემდე არაერთი გამოწვევის წინაშე უწევს პირისპირ ყოფნა, თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

ამიტომაც მიანიჭეს მას "ბედნიერების ელჩის" წოდება. მასვე ეკუთვნის თბილისში "ბენიერების მონუმენტის" დადგმა, "ბედნიერების სკვერის" გახსნა და "თავისუფალი მოქალაქის მონუმენტის" შექმნის იდეაც...

"ვიღებდი პოზიტივს, ამასვე ვასხივებდი, ასე იყო სულ," - ამბობს ბატონი არსენი, მაგრამ თუ როდის დაარქვა ამ ყველაფერს ბედნიერება, როდის დაუმეგობრდა საკუთარ თავს, როდის იგრძნო თავი დედამიწის რიგით მოქალაქედ, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს:

- ამას წინათ ერთი ფრაზა წავიკითხე - ''შენს ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ერთი, როდესაც დაიბადე, მეორე, როდესაც გაიგე, რისთვის დაიბადე''. ორივე ვიცი, დავიბადე - 1963 წლის 2 აგვისტოს და მეორე - უკვე ბევრი წელია, მიზანიც გარკვეული მაქვს - ჩვენი კლინიკა ხომ იმისთვისაა, რომ სადამდეც ხელი მიგვიწვდება, პროფესიული და ყოველდღიური ცხოვრებით, დედამიწა უკეთესი გავხადოთ, ადამიანები გავაბედნიეროთ...

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ცხოვრებიდან მაინც ორ თარიღს გამოვყოფდი - 2005 წელს რომიდან ევროპის კონგრესიდან მოვდიოდი, სადაც ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისთა ასოციაციაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით გახლდით. მოკლედ, აეროპორტში ვიჯექი და ვხედავდი ხალხს, მოგზაურებს, მზავრებს როგორ მოძრობდნენ (საერთოდ სიამოვნებას მანიჭებს სხვადსხვა მიხვრა-მოხვრის, ჩაცმულობის მსოფლიო მოქალაქეების ხილვა) და მაშინ მივხვდი, რომ არც ერთი მათგანი ჩემზე არც მეტი და არც ნაკლები არაფრით იყო და მათთან ერთად, დედამიწის ერთ-ერთი თავისუფალი მოქალაქე მეც ვიყავი.

იმის მერე, როდესაც ლექციების კითხვა დავიწყე, ამას სულ ვამბობდი, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამერიკის პრეზიდენტი იქნები, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, ნობელის პრემიის ლაურეატი თუ რიგითი მუშა, არავისზე მეტი და არც ნაკლები არ ვარ! შეიძლება, ვიღაცას ჩემზე მეტი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ თავსუფალი მოქალაქის პრიციპიდან გამომდინარე, მეც ისეთივე უფლებები მაქვს, ისევე ვსუნთქავ, როგორც ის...

- მეორე თარიღად რას მიიჩნევთ?

- მეორე შემთხვევა 2017 წელს იყო, როდესაც ჩარლი ჩაპლინის სახლ-მუზეუმიდან წამოსულმა ვთქვი, რომ მეც, ჩემს ქვეყანას, ადამიანებს თავისი ბედნიერების აღქმისა და შემეცნების გარკვეული აქტივობები გვჭირდება-მეთქი...

- ამის მერე მოგეცათ "ბედნიერების მონუმენტის" შექმნის იდეაც?

- დიახ და ჩემს მეგობარს, სკულპტროს ლევან ვარდოსანიძეს ვთხოვე, მასზე მუშაობა დაეწყო. იცით, რომ "ბედნიერების მონუმენტი" ამ ქალაქში წელიწადზე მეტია, რაც დგას და იქვე არსებობს "ბედნიერების სკვერიც". მალე თბილისის აეროპორტში "თავისუფალი მოქალაქის მონუმენტიც" გაიხსნება. მსგავსი მონუმენტი კიდევ სხვაგან დაიდგმება, კიდევ სხვაგანაც და ასე, ეს არის ცხოვრება...

- ე.ი. თქვენი ასეთი დამოკიდებულებით საბოლოოდ მიხვედით ფორმულამდე - "თავისუფლება + ღირსება =ბედნიერებას?"

- თუ თავსუფალი ადამიანი ღირსებასთან დამეგობრდება, შანსი იმის, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს, დიდია და ეს ფორმულით ასე გადმოვეცი - "თავისუფლება + ღირსება = ბედნიერებას"... ეს ალბათ ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ჩემთვის ასეა და კარგია!

- სხვები რატომ ვერ მიდიან აქამდე, მსგავსი განცდა და ფიქრი რატომ არ ეუფლებათ, რომ არიან დედამიწის რიგითი მოქალაქეები? მეტიც, ბევრი თავს უბედურად მიიჩნევს და ამაზე საუბარი სიამოვნებასაც კი ანიჭებს...

- მე არ ვარ ფილოსოფოსი, რომ ეს ყველაფერი ავხსნა, მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა გიპასუხოთ, გეტყვით - ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავთან ვერ მეგობრობენ. სულ ვიღაცის პრინციპებით, სხვისი აზრებით ცხოვრობენ... "ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით, ნუ გაებმები დოგმის მახეში..." - ეს ჩემი ლექსია... რას იტყვის მეზობელი, თანამშრომელი, ნათესავი, გამვლელი - ასეთი ყოფა დამაზიანებელია. თუმცა ადამიანები უმეტესად ასე, ვიღაცისთვის ცხოვრობენ, რომ ხალხმა მათზე ცუდი არ თქვას. დიახ, ცხოვრობენ სხვისთვის და ამიტომაც გრძნობენ თავს, როგორც აღნიშნეთ, უბედურად. არადა, ვიღაც მის გვერდით, თუნდაც მეზობლად სულ იქნება, რომელსაც მასზე უკეთესად ასცვია, უკეთესი მანქანა აქვს - ესეც ადარდებთ და ამაზე ფიქრი მეტად ამძიმებთ...

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა დაძლიოს ადამიანმა საკუთარ თავში, რომ იფიქროს ისე, როგორც თქვენ?

- მაგის მარტივი ფორმულები რომ არსებობდეს, დავწერდი... ჩემი გაგებით, ლაპარაკია იმაზე, რომ ადამინმა საკუთარ თავთან უნდა იმეგობროს! იყოს ის, ვინც არის და არ ითამაშოს ცხოვრებაში სხვისი როლი, რომელიც რეალურად მისი არ არის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ბოღმა ახრჩობთ, შეჭმუხნულები არიან და მუდმივად რაღაც პრესის ქვეშ იმყოფებიან... ფეხი არ მივარგა, თავი, მუცელი, ცხვირი, ლაპარაკი, სიმღერა - ასე ფიქრი არ ვარგა. სულ არ ვმღერი და მერე რა? სულ არ ვხატავდი 52 წლამდე და მერე, რა? ახლა უკვე 21 გამოფენა მაქვს მსოფლიოში მოწყობილი... ეს ჩემი შინაგანი თავისუფლების დამსახურებაა. ვთქვი, რომ სულ არ მაინტერესბეს, სხვა რას იტყვის, მე მომწონს, ვხატავ და გამომაქვს...

- ნებისმიერს შეუძლია საკუთარ თავთან მეგობრობა?

- რა თქმა უნდა. თუ გათავისუფლდება საკუთარი თავის მარწუხებისგან, იქნება თავისუფალი ადამიანი.

- თქვით, რომ დილას როდესაც პირს ვიბან, საკუთარ თავს სარკეში ვუღიმი და ველაპარაკები... შინ ამას როგორ აღიქვამენ?

- თუ იქვე ვინმე ახლოს არის, ხმამაღლა არ ვლაპარაკობ, რომ ის ჩემმა ლაპარაკმა არ შეაწუხოს. შენი თავისუფლება ხომ იქ უნდა დამთავრდეს, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. ის არ უნდა შეზღუდო და იმის იქით არ უნდა გაუშვა. ამიტომ, სხვა სივრცეში ვინაცვლებ, სადაც რასაც მინდა, საკუთარ თავს იმას ველაპარეკები...

- უამრავ ადამიანს, პაციენტს ხვდებით... მათ შორის თუ არიან ისეთები, ვინც თქვენსავით აზროვნებენ?

- ვინც მეთანხმება, ამბობს ხოლმე: - უი, უი, რა მართალია, რომ ადამიანური ბედნიერების დიდი პროცენტი (85%) ადამიანურ ურთიერთობებშია. რომ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ეს ჯერ არ გამოსდით, ან ამბობენ, - ასე რომ მოვიქცე, ვიღაც იფიქრებს, რომ ნარცისი ვარ... მაგრამ საკუთარი თავი, რომ არ ვიცით ადამიანებმა და მას გავურბივართ, ამაშია საქმე!..

- როდესაც "ბედნიერების ქანდაკება" დადგით, მახსოვს, საზოგადოებას არაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდა. ზოგმა ვერ გაიგო...

- კი, ასე იყო... რა დროს ეს არისო? ეს რა ფალოსი დაუდგამთო? - მავანი კითხულობდა... ვპასუხობდი, რომ ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ადამიანებს რაც უნდათ, იმას ამბობენ... რა სავალდებულოა, ყველას მოსწონდე?! მერე "თავისუფალი მოქალაქის მონუმენტი" იდეა გამიჩნდა, მერე ''ღირსების''... მოკლედ, მინდა, ვიყო ბედნიერი... ჩემი იდეები, რაც აქამდე გამიჩნდა, უკვე განხორციელებული მაქვს...

ბედნიერების მონუმენტი

- სხვებს რას ეტყვით?

- ვიყოთ ბედნიერები... ცხოვრება ძალიან მარტივია. თუ ხარ სხარტი და სწორად კითხულობ და არ ირთულებ მას ცოდნა-უცოდინრობით, თავისუფლდები... დამიჯერეთ ცხოვრება უმარტივესია, მას ჩვენ ვართულებთ.

არ მოიტანეს დროზე რაღაც და ეს გაწუხებს? ან ის - რას იტყვის ხალხი? რა მოხდა მერე? ვიღაცას რაღაც არ მოეწონა ჩემი გაკეთებული და ამის გამო ემოციებს ვერ თოკავს? თვითონ უკეთესი გააკეთოს - რატომ ბრაზობს?

მოკლედ, ვინც მიზეზს ეძებს, ყოველთვის იპოვის, ვინც არა, თავს უკეთ იგრძნობს. მოკლედ, ვიღაცის ბედნიერება მიზეზის პოვნაა, ჩემი - ნამდვილად არა. ვიმეორებ, მარტივია ცხოვრება, თუ მას არ გავირთულებთ. იმ დღეს ერთი მეუბნებოდა, - ძალიან ვღელავ იმაზე, კორონავირუსი რომ დამემართოს. ვკითხე - რა შეგიძლიათ, გააკეთოთ იმისთვის, რომ არ დაგემართოთ? - წინ როგორ აღვუდგეო... წინასწარ რომ ვიკლავთ თავს ნერვიულობით? იქნებ არ გვემართება?!

- თავი ხომ უნდა დავიცვათ?

- დიახ. შეგვიძლია ეს? თავი მისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ვიღაც ამბობს, - პირბადით ვერ ვსუნთქავ, ვერ სუნთავ? მოიხსენი, გადაწყვეტილების მიღება მარტივია. ყოველ დროში ამბობენ - მთავრობა კარგად არ მოქმედებს. ვინ არის მთავრობა? - ერთ-ერთი ჩვენთაგანი. რაც ერია, ის ბერია! ყველას ჰქონია, იქ უნდა მოვიდეს ისეთი, რომელიც სასაულებს მოახდენს. არადა, საიდან მოვა? გუშინ აქ, ჩვენთან არ იჯდა?! ასე რომ, უფრო მარტივად უნდა მივუდგეთ საკითხებს...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა