ახალგორიდან 1990-იან წლებში წასული ოსები უკან დაბრუნებას არ აპირებენ

ახალგორიდან 1990-იან წლებში წასული ოსები უკან დაბრუნებას არ აპირებენ

ახალგორიდან 1990-იან წლებში წასული ოსი მოსახლეობა უკან დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

"90-იან წლებში რაიონიდან გასული ოსი მოსახლეობა ამ დრომდე ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ისინი იქ მუშაობენ, სახლები აიშენეს, ბავშვები იქ იზრდებიან. როცა ახალგაზრდები ახალგორში ჩამოდიან, რამდენიმე დღესაც კი ვერ ძლებენ. მათ რომ დაბრუნების სურვილი ჰქონდეთ, ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად დაბრუნდებოდნენ, რადგან მათი სახლები დაკეტილია და არავინ არ ცხოვრობს. მეტიც, ამჟამად ახალგორში ისეთი მდგომარეობაა, ოსებს რომ დაბრუნება სურდეთ, არა თუ საკუთარ, ქართველების სახლებშიც რომ შევიდნენ, ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვდათ", - აღნიშნეს ახალგორელებმა.

ადგილობრივები, ასევე ამბობენ, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები ახალგორელი ოსების ნაწილს ახალგორში სახლები გაქირავებული აქვთ.

ცხინვალის რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგორში ახლო მომავალში შესაძლოა, 90-იან წლებში დევნილი 80 ოსური ოჯახი დაბრუნდეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?