პუტინმა მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას საფრთხე შეუქმნა

პუტინმა მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას საფრთხე შეუქმნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდას აპირებს. მიზანი - ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისთვის უცხოური საავტომობილო კომპანიების მიზიდვაა. პუტინის ამ განცხადების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, წერს "The Financial Times"-ი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დასავლელ პარტნიორებს შემდეგი რამ შესთავაზა: "საბაჟო გადასახადების გაზრდის მიმართულებით ჩვენ ახლა არაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გეგმა ასეთია: თანდათან დავიწყებთ საბაჟო ტარიფების ზრდას, თავდაპირველად მეორადი ტექნიკის იმპორტზე, შემდეგ კი - ახალ ავტომობილებსა და მზა პროდუქციაზე".

ამასთან, ხელისუფლებას რუსეთში უცხოური ბიზნესის დარჩენა სურს. "ჩამოდით ჩვენთან და აქ განავითარეთ თქვენი წარმოება", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის გეგმები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის, რადგან ორგანიზაციის პირობების თანახმად, რუსეთმა ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 7 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტზე ტარიფები 30-დან 15%-მდე უნდა შეამციროს.

მომზადებულია The Financial Times-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ