სოხუმის რეჟიმი სამხედრო დოქტრინის მიღებას გეგმავს

სოხუმის რეჟიმი სამხედრო დოქტრინის მიღებას გეგმავს

სოხუმის რეჟიმი სამხედრო დოქტრინის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა დღეს გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ აუცილებელია, სამხედრო დოქტრინის მიღება, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო ნაწილისგან უნდა შედგებოდეს.

დოქტრინის პოლიტიკური ნაწილის შემუშავება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, რომელმაც წინადადებები სამუშაო ჯგუფს უნდა წარუდგინოს. სამუშაო ჯგუფი კი, ახლა ყალიბდება და მის საქმიანობას უშიშროების საბჭომ უნდა გაუწიოს კოორდინირებას.

ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, კაბინეტის, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და სხვა დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლები.

"არ ვაპირებთ, აფხაზეთის სამხედრო დოქტრინა გავასაიდუმლოოთ. პროექტს პარლამენტი განიხილავს. აფხაზეთის სამხედრო დოქტრინა ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაიწეროს", - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ არ დაუშვებს სხვა ქვეყნების სამხედრო დოქტრინების მექანიკურ გადაწერას.

დღევანდელ თათბირს ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცეპრემიერი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერი სერგეი შამბა, თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ასლან ბჟანია და სოხუმის რეჟიმის უწყებების სხვა ხელმძღვანელები.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?