ავტორი:

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა მეუღლეს დაბადების დღე (ფოტო)

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა მეუღლეს დაბადების დღე (ფოტო)

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მისი მეუღლე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. ცნობილია, რომ ის არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.

კაკულია კარატისტია და სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. წულუკიანი მეუღლეზე 9 წლით უფროსია. წყვილს ქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მერიკო დაარქვეს.

როგორც ირკვევა დღეს კაკულია იუბილარია. ის 36 წლის გახდა. მეუღლეს იუბილე წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი და პოსტით მიულოცა.

"გილოცავთ, მამიკო!" - წერს წულუკიანი ფოტოზე, რომელზეც მისი ქალიშვილია გადაღებული.

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს