ცხინვალის რეჟიმი სოფელ ერედვში ხანძრის გაჩენის ფაქტს უარყოფს

ცხინვალის რეჟიმი სოფელ ერედვში ხანძრის გაჩენის ფაქტს უარყოფს

ცხინვალის რეჟიმი სოფელ ერედვში ხანძრის გაჩენის ფაქტს უარყოფს, - ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

საგანგებო სიტუაციების დე-ფაქტო სამინისტროს მტკიცებით, გუშინ საღამოს სოფელ ერედვში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიასაშუალებების დეზინფორმაციაა.

"ქართულმა მედიამ ისევ დეზინფორმაცია გაავრცელა. სოფელ ერედვში არაფერი იწვის. გაუგებარია, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. რესპუბლიკაში არსებული ვითარება, მათ შორის ხანძარსაშიშროებასთან დაკავშირებული სიტუაცია მშვიდია", - განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა ანატოლი ბიბილოვმა.

ქართული მხარის ინფორმაციით, 30 აგვისტოს, საღამოს, სოფელ ერედვის ტერიტორიაზე, რომელიც ცხინვალიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუჩქებსა და ბალახს წაეკიდა. რუსმა სამხედროებმა ქართული მხარის დახმარებაზე უარი თქვეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?