ავტორი:

რამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე 15:00-ისთვის - ცესკოს ახალი მონაცემები

რამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე 15:00-ისთვის - ცესკოს ახალი მონაცემები

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია - 21%, შიდა ქართლში ფიქსირდება - 20. 6%, მცხეთა-მთიანეთში - 19.7%, აჭარაში - 18.8%, სამეგრელო - ზემო სვანეთში -18.6%, ქვემო ქართლში - 17.6%, იმერეთში - 17.2%, თბილისში - 13,9%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს - მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ - 14.1% შეადგინა, ვაკეში - 13.7%, ისანში - 13.3%, სამგორში - 14.7%, დიდუბე- ჩუღურეთში - 15.8%. ნაძალადევში - 12.6%, გლდანში - 13.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში - 21%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში - 19.7%, რუსთავი, გარდაბანში - 17.6%, ხაშური, ქარელში - 20.6%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათში - 22.1%, ქუთაისში - 13.1%, ზუგდიდში - 15.3%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოში - 24.1%.

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

"ბიბლუსში" "შავი პარასკევია"

PSP "მადლიერების კვირეულს" 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს კოსმეტიკურ პროდუქციაზე