ავტორი:

მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს გარდაიცვალა.

ტყიბულისა და თერჯოლოს ეპარქიის მეუფის თანამშემწის, მთავარხუცესი იოანე რევიშვილის თქმით, მეუფეს ვირუსის სიმპტომები მსუბუქფორმებში ორი კვირის წინ აღმოაჩნდა. ის სახლში მკურნალობდა, კლინიკაში დაგვიანებით მივიდა. მას თანმდევი დაავადებებიც ქონდა.

"ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა. 43 წლის იყო" - განაცხადა იოანე რევიშვილმა. მისი თქმით, ისიც ინფოცირებული იყო და რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა.

"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 3531 ადამიანი