ავტორი:

"დიაბეტი და ასთმა ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა მდგომარეობა" - რას ამბობენ ეპარქიაში 43 წლის მღვდელ-მონაზონის გარდაცვალებაზე

"დიაბეტი და ასთმა ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა მდგომარეობა" - რას ამბობენ ეპარქიაში 43 წლის მღვდელ-მონაზონის გარდაცვალებაზე

გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ტყიბულისა და თერჯოლოს ეპარქიის მეუფის თანამშემწე, მთავარხუცესი იოანე რევიშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, მეუფეს ვირუსის სიმპტომები მსუბუქფორმებში ორი კვირის წინ აღმოაჩნდა. ის სახლში მკურნალობდა, კლინიკაში დაგვიანებით მივიდა. მას თანმდევი დაავადებებიც ქონდა.

"ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა. 43 წლის იყო" - განაცხადა იოანე რევიშვილმა. მისი თქმით, ისიც ინფოცირებული იყო და რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა.

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება

საქართველოში ნალექი, მთაში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარბის რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები