რუსეთში ატლასი გამოვიდა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია

რუსეთში ატლასი გამოვიდა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთში ფართო გაყიდვაში გამოვიდა რუსული გამომცემლობა "Олма Медиа Групп"-ის მიერ დაბეჭდილი "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი". ატლასში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში არის წარმოდგენილი.

საქართველო კი, როგორც "რეგნუმი" იუწყება,  მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ის შემადგენლობიდან უკვე წელიწადია გამოსულია, ამ ატლასში მაინც დსთ-ის წევრ ქვეყნად არის აღნიშნული. საქართველოს შესახებ მოკლე შენიშვნაში მითითებულია, რომ "ქართველების გარდა, საქართველოში სომხები, ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და რუსები ცხოვრობენ".

რუკები ატლასისთვის "ეროვნულმა კარტოგრაფიულმა კორპორაციამ" შეადგინა და გამოცემისთვის მოამზადა.

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?