ავტორი:

"ლაზიერის გამბიტის“ ერთ ეპიზოდში ქართველ მოჭადრაკეს ახსენებენ -  რას ამბობენ Netflix-ის პოპულარულ სერიალში ნონა გაფრინდაშვილზე

"ლაზიერის გამბიტის“ ერთ ეპიზოდში ქართველ მოჭადრაკეს ახსენებენ -  რას ამბობენ Netflix-ის პოპულარულ სერიალში ნონა გაფრინდაშვილზე

The Queen's Gambit ("ლაზიერის გამბიტი") ასე ჰქვია ბოლო დროის Netflix-ის ყველაზე გახმაურებულ და პოპულარულ მინისერიალს, რომელშიც ამბავი მეოცე საუკუნეში, მოჭადრაკე ქალის, ბეტ ჰარმონის გარშემო ვითარდება. ბეტი არის არა ისტორიული, არამედ გამოგონილი პერსონაჟი. სერიალი შოუ უოლტერ ტევისის რომანის მიხედვით გადაიღეს.

ის ბევრი თვალსაზრისითაა გამორჩეული. გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, დასავლური ღირებულებებისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირებას ვხვდებით, სპორტის ამ სახეობაში ქალის აღიარებასაც ვხედავთ, ასევე, ყურადღებას იპყრობს კოსტიუმები, სტილი, რომელიც ძველ ეპოქას წარმოაჩენს.

სერიალი საქართველოშიც პოპულარულია და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბოლო ეპიზოდი, სადაც ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს ახსენებენ, თუმცა მის შესახებ ისტორიული ფაქტები სერიალში არასწორადაა გადმოცემული.

სერიალზე დაწერილ სტატიაში ნონა გაფრინდაშვილს გარკვეულ ნაწილს უძღვნის გამოცემა businessinsider.com და სტატიის ავტორიც ფაქტობრივ შეცდომაზე მიუთითებს.

  • რას ამბობენ სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ?

"არის მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს“, - ამბობს სერიალის ბოლო ეპიზოდში კომენტატორი, რომელსაც მთავარი გმირი ქალის მამაკაც მოჭადრაკესთან დაპირისპირება მიჰყავს. რეალურად კი ნონა გაფრინდაშვილი ვაჟთა ტურნირებშიც მონაწილეობდა და წინადადება, რომ მას მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ არ უთამაშია, მართალი არ არის.

რეალურად, ნონა გაფრინდაშვილი არის მოჭადრაკე, რომელიც იმ ეპოქაში ამსხვრევდა სტერეოტიპებს და ამტკიცებდა, რომ ქალ მოჭადრაკეს შეუძლია კაცის წინააღმდეგ წარმატებით იასპარეზოს.

აღნიშნულის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერიც“ წერს, ფაქტის დასადასტურებლად კი ნონა გაფრინდაშვილის ისტორიულ ფოტოსაც აქვეყნებენ. ფოტო 1965 წელსაა გადაღებული და მასზე ჩანს, თუ როგორ ეთამაშება ის მამაკაცებს. როგორც ცნობილია, ლეგენდარული მოჭადრაკე 28 მამაკაცს მარტო დაუპირისპირდა.

"ლაზიერის გამბიტი" 7 სერიისგან შედგება.მთავარ როლს 24 წლის მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რეჟისორი კი სკოტ ფრენკია.

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

"დანარჩენი ჩვენში დარჩეს..." - ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას და ლეგენდარული მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები

"რა საოცარი კვირა იყო" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ და რა თანხა გამოიმუშავა ჩემპიონობით